სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება და 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება. უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.
ამასთან, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
საანგენტოს ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გასაცნობათ თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. გარზდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დაასაქმებულ სულ 998 პირს შეეხება.
სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების მომატებული შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანება ძალაში 2022 წლის 20 იანვრიდან შევა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან მიიღებენ.