გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში გვიან ღამით მაღაზია “მაგნიტი” გაძარცვეს. მოპარულია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.
ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, მძარცველებს, სავარაუდოდ, თანხის წაღებაც სურდათ, თუმცა სალარო ცარიელი დახვდათ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ფოტოს შემთხვევის ადგილიდან ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს.