ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლია ღარიბაშვილს: ვწუხვარ, ვიზიარებ – თქვი და მერე გააგრძელე ის შენი სხდომა რა, შეიმჩნიე, რომ ადამიანები თავს იკლავენ

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ეხმაურება.

“ნუთუ ასეთი რთულია გაბედო და აღმოთქვა, რომ წუხხარ და იზიარებ ადამიანის თვითმკვლელობის ტრაგედიას. რა პოლიტიკა…რა თანამდებობა…რა სავარძელი….

სისხლი რომ არ აქვთ, ეგეთებს მერეც არ უტყდებათ ხოლმე, როცა თანამდებობიდან აგდებენ, მაგრამ აფხაზეთის სადღეგრძელოს რომ დალევენ ყანწებით, ეგებ მაშინ მაინც შერცხვეთ ხოლმე, ჩუმად… გულში…

ვწუხვარ..ვიზიარებ – თქვი და მერე გააგრძელე ის შენი სხდომა რა შეიმჩნიე, რომ ადამიანები თავს იკლავენ …. რა რთული დასანახია ხელისუფლებიდან ის, რაზეც ოპოზიციაში ყოფნისას, ქვეყანას ჩამოანგრევდი! რა რთული დასანახები არიან გადიდკაცებული პატარა კაცები!”. – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ზურაბ ჭიჭოშვილი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ დევნილთაგან, რომლებიც ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, გუშინ, თვითმხილველების ინფორმაციით შენობიდან გადმოხტომის შედეგად გარდაიცვალა.

იტვირთბა....