ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

კიევის სასამართლოში უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრი პოროშენკოს პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სახელმწიფო ღალატის საქმეზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

პოროშენკო ვარშავიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდა. მას ჟულიანის აეროპორტში მომხრეები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, მას უკრაინაში პოლიტიკური მოტივით დევნიან.

“ჩემს მხარეს სიმართლე და უკრაინელი ხალხია, ყველაფერი დანარჩენი კი უმნიშვნელოა”, – განაცხადა პოროშენკომ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს აეროპორტთან 3-4 ათასი მხარდამჭერი დახვდა უკრაინის დროშით ხელში.

პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

იტვირთბა....