პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან შემოვა მაღალი ხარისხის იაფი მედიკამენტები.
“დაპირებისამებრ ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას. შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი არ არსებობს რატომ არ უნდა გახსნილიყო თურქეთის ბაზარი, ვერ მოვისმინე, ამიტომ დღეიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა”, – აღნიშნა პრემიერმა.