მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო და ავსტრალიის ვიზა დაკარგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია უნდა დატოვოს და ქვეყანაში შესვლა 3 წლის ვადით აეკრძალება.
ცნობისთვის, ჯოკოვიჩს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არ ქონის გამო ავსტრალიის საზღვარზე პრობლემები შეექმნა და მისი ვიზა გაუქმდა.