ახალი ამბები პოლიტიკა

მეგრელიშვილი ოცნებაზე: ჯერ არ გამომიცდია რას აკეთებს, საერთოდ აზრზე არავარ

ერთადერთი რამისთვის უნდათ ვადამდელი არჩევნები, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ვიღაცა. ჩვენ ხომ ერთად გავიარეთ კრიზისი პერიოდი და თქვენ სრულად საქმის კურსში ხართ იმ ისტორიის, რაშიც ერთად ვიყავით. წარმოდგინეთ, ეს ისტორია რომ გაქვს გავლილი ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც რაღაც მომენტში საერთოდ დაივიწყეს შენთან ურთიერთობის ისტორია, რაღაც მომენტში საერთოდ გაუგებრად არ გელაპარაკებოდნენ და იგივე პარტიები შენ შეგითანხმდნენ განათლების რეფორმაზე. მაქვს თუ არა მე ლეგიტიმური ვალდებულება, რომ ამ ხალხს ვენდო, რომ ისინი როდესაც კოალიციურ მთავრობაში ერთად იქნებიან, გაიხსენებენ ამ შეთანხმებას სიტყვაზე განათლეების დერეგულირებასთან დაკავშირებით და ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე “ქართული ოცნება?”.  “ქართული ოცნება” ჯერ არ გამომიცდია რას აკეთებს, საერთოდ აზრზე არა ვარ, იქნებადა აკეთებს, ხო ხვდებით, არა?! ამ ხალხს (ოპოზიციას) უკვე აქვს დაშავებული ჩემს წინაშე, ამ ხალხმა უკვე ისეთი რაღაცები ქნა, რომელიც მე ნაკლებ საფუძველს მაძლევს, რომ მათ ვენდო. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ხომ უნდა ამიხსნან, რატომ ვენდო?

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ვახო მეგრელიშვილმა, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....