ახალი ამბები პოლიტიკა

ხერხეულიძე: წულუკიანს ნება, რომ მისცე დახვრეტდა კიდეც “ხალხის მტრებს”

თეა წულუკიანის ბოლშევიკური დევიზი -“კომპეტენციის ნაკლებობა” სინამდვილეში პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობას გულისხმობს. ამ არაჩვეულებრივი ადამიანების შვილს გაათავისუფლებდა სამსახურიდან, აბა რას იზამდა, ნება რომ მისცე დახვრეტდა კიდეც “ხალხის მტრებს”…სასჯელის უმაღლეს ზომად პროფესიონალების სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობა აქვს და სიამოვნებით იყენებს. გაუნათლებელი ბატონის მოურავი ქვეყნისთვის გამორჩეულ ქართველებს უწუნებს კომპეტენციას და ამით სხვა დანარჩენს აფრთხილებს – “სულ უნდა გახსოვდეთ,რომ ბ-ნი ბიძინა ექვთიმე თაყაიშვილია, არ დაიმახსოვრებთ? წახვალთ სახლში. ამჯერად მხოლოდ ეს შემიძლია.თეა წულუკიანის რეპრესიულ მანქანას მხოლოდ მუზეუმი რომ არ ეპუება, ჭკუა კი არ დაუშლის გააგრძელოს ბოროტება, წინააღმდეგობაა საჭირო, მეგობრებო…ძალმომრეობას ძალის დაპირისპირება აკავებს, სინდისი აქ არაფერ შუაშია

 

აღნიშნული პოსტი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

იტვირთბა....