ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

საშინლად გვექცევიან, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობაზე – ხოშტარია კულტურის სფეროზე

საშინლად გვექცევიან, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობაზე, – აღნიშნულის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აქვეყნებს.

მისივე თქმით, ამას არ შეეგუება და ყველა დაზარალებულს დახმარებას ჰპირდება.

“ის რაც მუზეუმში და ზოგადად ხელოვნების სფეროში ხდება, ცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს. ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში. ნებისმიერი, ფბ პოსტის მიხედვით, პეტიციის ხელმოწერის მიხედვით თუ სადმე სამზარეულოში გამოთქმული აზრის მიხედვით არის გაგდებული. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინლად ექცევიან, არანაკლებ საშინლად გვექცევიან ჩვენ, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კონფორმიზმზე.
მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას:
1. ყველა დაზარალებუსლ ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას
2. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ ვიმუშაოთ და ეს საქმე გავიტანოთ გარეთ შესაბამის ინსტიტუტებში
3. ყველა მსურველს ვთავაზობ შეხვედრას (კოვიდიდან გამომდინარე ზუმ შეხვედრა, დროს მოგაწვდით)
4. დავორგანიზდეთ და გავაპროტესტოთ”, – წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს.
იტვირთბა....