“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, მისი პირადი პოზიციაა, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუყწდეს. თუმცა, როგორც წილოსანმა პალიტრანიუსის გადაცემაში “360 გრადუსი” აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ის თავისი გუნდის გადაწყვეტილებას გაიზიარებს.
“იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც ჩვენ პარლამენტში გვაქვს, ყველა სხვასთან შედარებით ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პირადი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა, თუმცა, მეც და ნებისმიერი ჩვენი კოლეგაც, ვიქნებით ჩვენი ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი”, – ამბობს წილოსანი.
ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სასამართლომ ის, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო თაღლითობის მუხლით და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, იმის გამო, რომ ამ მუხლზე ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, ისინი საპატიმრო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდენენ.
თავდაპირველად, მათ წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით იყო აღძრული, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუხლი გადაკვალიფიცირდა.