ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილს შეუძლია სჯეროდეს, რომ დავით აღმაშენებლის რეინკარნაციაა, მაგრამ მე ამის არ მჯერა” – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამაარსებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, არ აქვს იმის განცდა, რომ ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამ ხალხის უპრეცენდენტო გააქტიურება გამოიწვია.

“გუშინ მიშამ თქვა, ჩემმა ჩამოსვლამ განაპირობა ის, რომ ხალხი უპრეცედენტოდ იმედიანი და აქტიურია, ისე, როგორც არასდროსო. მე არამაქვს რეალობის ეგეთი აღქმა. მას აქვს უფლება, რომ ამის სჯეროდეს, შეუძლია სჯეროდეს, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირია, შეუძლია სჯეროდეს, რომ დავით აღმაშენებლის რეინკარნაციაა, მაგრამ მე ამისი არ მჯერა. მე ველაპარაკები იმ ადამიანებს, რომლებსც ასეთი განცხადებები ინტელექტუალურად შეურაცხყოფას აყენებს და ნაციონალურ მოძრაოაბს მე მოკავშირედ ვერ აღვიქვამ”, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

თემარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაში დიქტატორული შეხედულებები ამოიკითხა:

“სააკაშვილზეც მგონია, რომ დიქტატორული შეხედულებები აქვს ახლა. დიქტატურას თუ ვებრძვი, შინაარსს ვებრძვი და ის განცხადება, რომ ანწუხელიძე იმიტომ ეწამა, რომ მისთვის არ შეეგინებინა, ჩემთვის პრობლემაა”, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....