“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავიდ ბერძენიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დღის წესრიგის კი არა, მედიაპოლიტიკის დღისწესრიგის მთავარი თემაა. ამის შესახებ ბერძენიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
“სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, სამთვენახევარია გასული და ისევ რომ ვსაუბრობთ მასზე, შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს და მიშისტების დიდ ნაწილს ასეც ჰგონია, რომ რა მაგარია მიშა, ისევ პოლიტიკის დღისწესრიგი არისო – სააკაშვილი პოლიტიკური დღის წესრიგი კი არა, მედიაპოლიტიკის დღის წესრიგია. სახელისუფლებო არხები მუდმივად ლაპარაკობენ სააკაშვილზე, როგორც მტერზე, ანტისახელისუფლებო არხები ლპარაკობენ მიშა, მიშა, მიშას თემებს. მუდმივი, 24-საათიან რეჟიმში საუბრები სააკაშვილის მდგომარეობაზე, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში”, – ამბობს ბერძენიშვილი.