ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანდრო ბრეგაძე: ნიკა მელია ხელისუფლების აგენტია, ის არის “ქართული ოცნების“ პროდუქტი

ნიკა მელია “ქართული ოცნების“ პროდუქტია, ის არის ხელისუფლების აგენტი –  ამის შესახებ “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს. როგორც ბრეგაძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში აღნიშნა, მელია წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაანგრიოს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პროტესტი ჩაახშოს.

“ნიკა მელიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ყოფილიყო ჩახშობილი. ასეთი რამე გინახავთ? შენი პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი ციხეში იჯდეს და შენ მაზერატიდან არ გადმოდიოდე? მე ნიკა მელიას ცოტნე დადიანობას არ ვთხოვ, მაგრამ ყველა კარგად ხვდება, რაც ხდება.

ძალიან კარგია, რომ არსებობენ ნიკა მელიას მსგავსი ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ანგრევენ. მან ხელისუფლების დავალება შესანიშნავად შეასრულა და ნაციონალურ მოძრაობას დედა უტირა. კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო ეს, ხელისუფლებას მოვუწონებ, კარგად გაათამაშესწ მელიას კარტი”, – აცხადებს ბრეგაძე.

იტვირთბა....