ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ არ დაგვიდგენია, როდის

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უცვლელია ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, თუმცა, არ არის დადგენილი კონკრეტული ვადები.

“უკრაინამ უკვე მოგვმართა ნატოში გაწვრიანების თხოვნით და ჩვენ გადავწყვიტეთ ამაზე მუშაობა მათი რეფორმების მხარდაჭერით და დახმარების გაწევით, რომ შეიარაღებული ძალები ჩვენს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ არაფერი გვითქვამს იმაზე, თუ როდის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა La Repubblica-სთან ვიდეოინტერვიუში.

იტვირთბა....