მთავარი საზოგადოება

“ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის და ერის დაცინვა პროვინციული სნობიზმია”

 

ნიკა გვარამიია NBA-ს სატელევიზიო შოუში ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ კამპანიასთან დაკავშირებულ ხუმრობას ფეისბუქზე ეხმიანება:

“დიდი ბოდიში, ჩემს საყვარელ ქვეყანასთან და ხალხთან, მაგრამ ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის და მასთან ერთად მთელი ერის დაცინვა ზუსტად ისეთივე პროვინციული სნობიზმი და არაკორექტული უზრდელობაა ამერიკული მასკულტურის მხრიდან, როგორიც ჩვენი ბნელკულტურის მიერ კულტივირებული ამერიკაზე ასაკიანი თუთის ხე ეზოში. ზუსტად, ერთი ერთში.

აი ჩემს ჭაღარას კიდე თუ არ ღადაობენ. რომელი წმინდა ძროხა ამერიკული მასკულტურაა.” – წერს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის სატელევიზიო შოუში The Starters,  All Star votes-ში  წამყვანებმა ზაზა ფაჩულიას მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, ხალხის და სატელევიზიო პროექტების მხარდაჭერაზე იხუმრეს, – „საერთოდ, რამდენია საქართველოს მოსახლეობა“; -იკითხეს წამყვანებმა.

 

იტვირთბა....