ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ზვიად გამსახურდია უნდა ყოფილიყო გასამართლებული სამშობლოში დაბრუნების გამო? ზუსტად იგივე შემთხვევა გვაქვს ახლა – სააკაშვილის ადვოკატი

“მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არის ჰეროიკული აქტი და შეუძლებელია, იყოს არალეგალური ქმედება”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის სასამართლო სასამართლოსთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის საქმეზე ჩანიშნული სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

“მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური დევნილი. დღეს ის არის პოლიტიკური ტყვე. პოლიტიკური დევნილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობოლოში დაბრუნება შეუძლებელია იყოს არალეგალური ქმედება. ეს არის პოლიტიკური, ჰეროიკული აქტი, რომელიც სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება.

ანალოგიურად, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ეროვნულმა გმირმა, ზვიად გამსახურდიამ გადადგა ეს ნაბიჯი. როგორ ფიქრობთ, ზვიად გამსახურდია უნდა ყოფილიყო გასამართლებული სამშობლოში დაბრუნების გამო? ზუსტად იგივე შემთხვევა გვაქვს ახლა“, – ამბობს ბასიალაია.

იტვირთბა....