აშშ-ში ინფექტიური დაავადებების წამყვანი ექსპერტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანაში ომიკრონის გავრცელების ტემპებიდან გამომდინარე, კორონავირუსის ეს ვარიანტი ადამიანების უმრავლესობას შეხვდება. CNN-ის ცნობით, ფაუჩი ხაზს უსვამს, რომ გამონაკლისი არც ვაქცინირებული ადამიანები იქნებიან, თუმცა, მათ შემთხვევაში, ვირუსი ნაკლებად ზიანისმომტანი იქნება, ვიდრე აუცრელებისთვის.
“ომიკრონი, გავრცელების ექსტრაორდინალური, უპრეცენდენტო მაჩვენებლით, საბოლოო ჯამში, თითქმის ყველას მიაგნებს. ისინიც, შეიძლება ბევრი მათგანი, ვინც ვაქცინირებულია და ვისაც ბუსტერიც აქვს გაკეთებული, დაინფიცირდებიან, მაგრამ დიდი ალბათობით, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მათ შემთხვევაში ვირუსის მიმდინარეობა ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილის გარეშე ჩაივლის. ხოლო ისინი, ვინც ვაქცინირებული არ არიან, საკუთარ თავზე გამოცდიან ვირუსის მთელ სიმძიმეს“, – აცხადებს ფაუჩი.