ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი კორონავირუსის დეტა ვარიანტთან შედარებით ნაკლებ გართულებებს იწვევს, ის მაინც საშიშ ვირუსად რჩება.
“მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, ის მაინც საშიშ ვირუსად რჩება, განსაკუთრებით, არავაქცინირებული ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას. მეტი გადაცემა კი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების ზრდას, მეტ სიკვდილს და ისეთი ვარიანტის გაჩენის რისკს ზრდის, რომელიც ომიკრონზე გადამდები და მომაკვდინებელი იქნება“, – აცხადებს ჯანმოს დირექტორი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3.1 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.