ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის რეკომენდაცია: სად წავლენ ისინი, რომლებიც სიაში ვერ მოხვდებიან…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ადასტურებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საგურამოში კორპორაციულ შეკრებაზე საპარლამენტო სიის შედგენასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა.

როგორც თემურ ჭკუასელმა განაცხადა, ივანიშვილმა შეკრებაზე აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან, დაინტერესების შემთხვევაში, მასთან ბიზნესში.

ამასთან, დეპუტატის ცნობით, გუშინდელი შეხვედრა პირადად მან ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკისთან ერთად დაგეგმა. ჭკუასელის ინფორმაციით, თავიდანვე გამოითქვა სურვილი, რომ ყოფილიყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების შეკრება ყოფილ და მოქმედ პრემირებთან ერთად.

თემურ ჭკუასელის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

იტვირთბა....