ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლო: მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის გასაჯაროვება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურებოდა

საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დააკისრებული ჯარიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის გასაჯაროვება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურებოდა.

“საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს; შესაბამისად, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა”.

სასამართლო ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ იქნა მიღებული.

“სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული – ერთი თვე და საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....