ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი: არათუ პარლამენტს გარეთ, მიწაშიც რომ ვიყო, მაინც ბოლოს მოგიღებთ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელის მომხმარებლებს მიმართა კითხვით – უნდა შესულიყო თუ არა პარლამენტში, ივანიშვილის დავალებით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან ხელაშვილმა განაცხადა, რომ გაცდენების გამო, შესაძლოა, ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს.

ნათელაშვილის თქმით, უკვე წელიწადზე მეტია, პარლამენტს თავად მიმართავს სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით და ეს საკითხი სწორედ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ ის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას განიხილავდა.

“შუაღამის  ცხელი ამბავი – ქვეყნიერებამ იცის, რომ 14 თვეა პარლამენტი ოფიციალურ უარს მეუბნება სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე. როგორც კი გაიგეს , რომ შესაძლოა  გამოკითხვის შედეგად შევიდე პარლამენტში და მშვიდი ბედნიერი ცხოვრება ჩავუმწარო, ივანიშვილის დავალებით მისმა მონა დეპუტატმა, ვინმე ხელაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა 4 თვე გაცდენების გამო ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტაზე. ამას ქვია ცხოველური შიში სიმართლისადმი. რა მნიშვნელობა აქვს 21 წელია პარლამენტში  ისედაც არ მიშვებენ და არათუ გარეთ, მიწაში რომ ვიყო მაინც ბოლოს მოგიღებთ”, – წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილს სოციალურ ქსელის მომხმარებლების გამოკითხვა აქვს დაწყებული:

“მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?”, – წერს ნათელაშვილი.

იტვირთბა....