ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთმა ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა მიიღოს, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.
როგორც რასმუსენმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება შეიძლება მოხდეს გერმანული მოდელით – რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე.
„მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრაზე და ზაფხულში, მადრიდის ნატოს სამიტზეც რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს შეგვიძლია გერმანული მოდელით გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. მადრიდის სამიტი დაადასტურებს აუცილებლად ღია კარის მიდგომას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას და შემდგომი გაფართოების მიმართ ნატოს ურყევ და მტკიცე პოზიციას“, – აცხადებს რასმუსენი.