ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ჯაფარიძე: სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლის მიერ დღეს გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება სააპელაცია სასამართლოში გასაჩივრდება.

“ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილება ახლახანს გამოცხადდა. მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო თაღლითობის საქმეში და მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, იმის გამო, რომ ეს საქმე იმ მუხლით გადაკვალიფიცირდა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან თავისუფლდებიან.

იტვირთბა....