სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მაგამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოსამართლემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე იმ მუხლით გადააკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, შესაბამისად, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან თავისუფლდებიან.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ყადაღა მოეხსნათ საბანკო ანგარიშებზე, გაუქმდა მათზე დაკისრებული გირაო და საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა.