ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1.35 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან, მსოფლიოს ერთ ქვეყანაში გამოვლენილი რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
როიტერსის ცნობით, ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი იმავე დღეს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაშიკოვიდ პაციენტების ჰოსპიტალიზებული რაოდენობამ ასევე რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია და 136 604 ადამიანი შეადგინა. ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის გაორმაგებული მაჩვენებელია.