ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: ჩემი ფეხით წავალ საპატიმროში, ყოველგვარი სკანდალების გარეშე

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხვალ სასამართლოში მისვლას არ აპირებს და ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენს პარტია “ლელოს” ოფისში, თანაგუნდელებთან ერთად დაელოდება. როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში აღნიშნა, თუ მოსამართლე მას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, საპატიმროში თავისით წავა.

“ჩემი ფეხით წავალ საპატიმროში ხვალ, ყოველგვარი საკანდალების და რაღაცების გარეშე.

მე, სამწუხაროდ, ამ სისტემის იმედი არ მაქვს. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება აბსოლუტურად ყველაფრის ამოტრიალება, რადგან ამდენად ნათელი და გასაგები საქმე ხშირად არ გვხვდება ხოლმე. ნათლად არის გამოკვეთილი მსხვერპლი ჩვენი სახით, რომელსაც უნდათ, რომ რაღაცა გაუკეთონ”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობა შეეფარდება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებას არავითარ შემთხვევაში არ სთხოვს.

“გამორიცხულია, რომ მე შეწყალება ვთხოვო ვინმეს. გავაგრძელებ ბრძოლას, ჩემი მეგობრები გააგრძელებენ ბრძოლას ამ ქვეყანაში სისტემური ცვლილებებისთვის”, – ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადდება.

 

იტვირთბა....