ავია ბილეთზე არსებული შტრიხკოდის საშუალებით შესაძლებელია თქვენი პირადი ინფორმაციის გაშიფვრა. უსაფრთხოების ექსპერტები საზოგადოებას აფრთხილებენ – არ გადააგდონ სამგზავრო aviabiletebi .
სამედიცინო სამართლის ექსპერტი ამერიკიდან უინსტონ კრონი განმარტავს, რომ ბილეთზე განთავსებული შტრიხკოდი შეიცავს პირად ინფორმაციებს, ისეთებს, როგორიცაა: გვარ-სახელი, სახოვრებელი ბინის მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსური ინფორმაციაც კი. იმ შემთხვევაში თუ, ჰაკერს მიეცემა შესაძლებლობა, თქვენს სოციალურ ქსელებზე განთავსებული ბილეთის ფოტოდან დაასკანიროს თქვენი შტრიხკოდი, თქვენი პირადი ინფორმაცია, აუცილებლად დადგება გასხვისების საფრთხის ქვეშ.
იმისათვის, რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, საჭიროა, სამზაგავრო ბილეთი ფრენის დასრულებამდე გქონდეთ თქვენ, შემდეგ კი დახიოთ ძალიან წვრილად და გადაყაროთ ისეთ ადგილას, სადაც თქვენს შესახებ არავინ არაფერი იცის.