ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: შემოთავაზება გვქონდა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო, რადგან ან ვალში უნდა იყო მასთან, ან გაგაშავებს მის სიაში

“დღეს მთავარი პროკურორი არის ბიძინა, მთავარი მოსამართლე არის ბიძინა, შს მინისტრი არის ბიძინა და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა” – ამის შესახებ პარტია “ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ და გასულ წელს, მისგან შეთავაზებაც მიიღო, რომ ეს საქმე დაემთავრებინათ.

“შემოთავაზებაც გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, მემგონი შარშან, რომ დავამთავროთო, რადგან მას უნდა, რომ ყველა მასთან იყოს ვალში. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს შენზე. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ეს, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, მერე თეთრი კონვერტებით ანაზღაურების მეშვეობით“, – ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს რომ პოლიტიკური დევნა არ იყოს, საქმის განხილვას სამი წელი არ დასჭირდებოდა და ერთ თვეში დადგინდებოდა სიმართლე.

“მე ვუთხარი მოსამართლეს, რომ მემგონი ნამდვილად არ ვარ გიჟი, რომ თუნდაც 12 წლის წინათ, იმ პირობებში, როცა მთელი ქვეყნის 40 პროცენტი ჩვენს ბანკში ინახავდა დანაზოგებს, 200 მილიონი გვქონდა მოზიდული სხვა კომპანიაში, ყველაზე დიდი კომპანიის, ბორჯომის მფლობელები ვიყავით და ამ დროს მე და ბადრის (ჯაფარიძე) დაგეგვეგმა 17 მილიონის გათეთრება, ეს ხომ არის ფსურდი. ეს არ არის ფულის გათეთრების თემა, ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს არის დევნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესს. ანაკლიის პროექტი იყო ხელისუფლების საკმაოდ დიდი პრობლემა. სამწუხაროდ, ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს.”, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.

იტვირთბა....