ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულუმბეგოვი: ყველაზე კარგი იმუნური პასუხი ომიკრონზე აქვთ სამჯერადად აცრილ ადამიანებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მედიასთან საუბარში განმარტავს, ვის აქვს ყველაზე კარგი იმუნური პასუხი ომიკრონზე, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის სხვა ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება.

“თუ ჩვენ შევადარებთ ადამიანების კატეგორიას, თუ ვინ უფრო მეტად არის დაცული – ყველაზე სუსტად დაცულები არიან ორჯერ ვაქცინირებული ადამიანები, ამის შემდგომ, უფრო ძლიერად დაცულები არიან ისინი, ვინც ბუნებრივად გადაიტანეს ვირუსი და ყველაზე მეტად დაცულები არიან სამჯერადად, ანუ, ბუსტერით აცრილი ადამიანები“, – აცხადებს იმუნოლოგი.

კულუმბეგოვის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ დომინანტურია დელტა ვარიანტი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას კორონავირუსის ორივე შტამთან მოუწევს გამკლავება.

“დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა დელტა ვარიანტი, რომელიც, არ დაგვავიწყდეს, არის ჯერ კიდევ დომინანტური და ომიკრონი, რომელიც მოდის. ჩვენ რაღაც პერიოდი ვიქნებით ორივე ვარიანტის დარტყმის ქვეშ”, – ამბობს კულუმბეგოვი.

იტვირთბა....