ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტმა დემონსტრანტების გაუფრთხილებლად მოკვლის ბრძანება გასცა

CNN-ის ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა,  ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში ქაოსის შეწყვეტის მიზნით, სამართალდამცავ ორგამოებს დემონტრანტების მოსაკლავად ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნა უბრძანა.

“ტერორისტები აგრძელებენ სხვისი საკუთრების დაზიანებას და მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას, რის გამოც, გაუფრხილებლად გასროლის ბრძანება გავეცი”, – განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში თოყაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტი დემონსტრანტებთან ყოველგვარ მოლაპარაკებას გამორიცხავს და პირობას დებს, რომ “გაანადგურებს შეიარაღებულ ბანდიტებს”.

ყაზახეთში საწვავის ფასის მატების გამო დაწყებული საპროტესტო გამოწვლები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. დემონტრანტებისა და სამართალდამცავების შეტაკებებმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა.

იტვირთბა....