ინგა გრიგოლია 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში მისი კოლეგის, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შეყვანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც გრიგოლია წერს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ყველა იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც 5 ივლისს მედიაზე თავდასხმაში ბრალი მიუძღვით.
“ღმერთი სამართლიანია. შობის დღეს ვიგებთ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში unesco-ს მიერ, 5 ივლისის გამო, ლექსო ლაშქარავას დასახელებას. საბოლოოდ ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ხოლო, ღმერთი რომ სამართლიანია და სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად დააყენებს ყველა იმ პირის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც 5 ივლისს მედიაზე შტურმი მოაწყო და ვინც ხელისუფლებიდან ეს სპეცოპერაცია დაგეგმა……”, – წერს ჟურნალისტი.
ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, როდესაც „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა სასტიკად სცემეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, 11 ივლისს დედამ ის სახლში გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.