ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომის პაპი: ვინც შვილის ყოლას შინაური ცხოველის აყვანას ამჯობინებს, ეგოისტურად იქცევა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, ხალხის წინაშე დემოგრაფიულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანები ეგოისტურად იქცევიან, როდესაც შვილის ყოლაზე უარს ამბობენ, სამაგიეროდ კი შინაურ ცხოველებს უვლიან.

“დღეს, ეგოიზმის გამოვლინებას ვაწყდებით. ვხედავთ, რომ ზოგიერთ ადამიანს ბავშვის ყოლა არ სურს. ზოგჯერ, ერთი შვილი ჰყავთ და სულ ეს არის, სამაგიეროდ, ძაღლები და კატები აჰყავთ, რომლებიც მათ ბავშვების მაგივრობას უწევენ. შესაძლოა, ეს ხალხისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ ეს რეალობაა.

ეს მამობასა და დედობაზე უარის თქმაა, რაც გვაკნინებს და გვაშორებს ადამიანურობას”, – აღშნიშნა პაპმა.

რომის პაპის თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც შვილების ყოლა ბიოლოგიური მიზეზით არ შეუძლიათ, ბავშვის აყვანაზე უნდა იფიქრონ – “ნუ შეგაშინებთ მშობლებად ქცევა“, – დასძენს პაპი ფრანცისკე.

იტვირთბა....