ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: დღეს ვართ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის დაკარგვის საფრთხის წინაშე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ უფრო ადეკვატურად დაინახონ ქვეყანაში არსებული რეალობა.

“განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი პარტნიორებისგან, განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ მათ შორის მმართველი პარტიისგან, რაც პრაქტიკულად იდენტურია იანუკოვიჩის დროინდელი განცხადებებისა, ძალიან აქტიურად ასახავენ იმ გზას, რომელიც არჩეული აქვს “ქართულ ოცნებას”.

ჩვენ ნამდვილად ვართ ასეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე – სად იქნება საქართველო მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, დავკარგავთ თუ არა საბოლოოდ ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს და ევროპულ ადგილს. ჩვენ თვითონ უნდა შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმები, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ კიდევ უფრო ადეკვატურად დაინახონ ქვეყანაში არსებული რეალობა და კიდევ უფრო მივუახლოვდეთ მაგალითად რეჟიმის სანქცირების კონკრეტულ ბერკეტებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

 

იტვირთბა....