ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადვოკატი: ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად, რომ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადოს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის,  გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, არ მიაჩნია სწორად, რომ ექსპრეზიდენტმა ამ ეტაპზე შიმშილობა დაიწყოს. ამის შესახებ მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

“ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რადგანაც ახლა ამით ვინც ხეირობს, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს იხილოს ჯანმრთელობა დასუსტებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – ამბობს მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, 6 იანვარს იწურება მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური სამსახურისთვის მიცემული ვადა, რის შემდეგაც, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სააკაშვილი აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს.

ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხეში დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფის, მათ შორის, უცხოელი სპეციალუსტების დაშვებას; ასევე, ადვოკატებთან იმგვარი კომუნიკაციის საშუალების მიცემას ითხოვს, რომ დაცული იყოს კონფიდენციალობის პირობები.

იტვირთბა....