პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფოს სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.