ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნათელაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი, რომელსაც ბნელ მასას ღმერთად უცხადებენ”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორეს დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“რა უნდა ამ სატანას (ირაკლი ღარიბაშვილი) პატრიარქთან??? მახსოვს 2013 წელს  ყაზბეგში მქონდა საარჩევნო შეხვედრები  რათქმა უნდა  მახლდნენ ტელევიზიებიც. როდესაც  ადგილობრივმა აქტივმა მითხრა პატრიარქი აქაა სნოში იქნებ მოგენახულებინაო მე სიხარულით გავეშურე მასთან,თუმცა გზაში შემოგვითვალეს, რომ პატრიარქთან ჩემი არა თუ  ტელეკადრი, არამედ ფოტოს გადაღებაც არ დაიშვებოდა. ადგილზე მისვლისას უწმინდესის დაცვას უკლებლივ ყველას  ეცვათ ქართული ოცნების მაისურები ხოლო პატრიარქმა მათ მოსასმენად წამიკითხა ლექცია, რომ მარტო კრიტიკა კი არაა მთავარი, საქმეც უნდა აკეთო თურმე.

მოკლედ ვულოცავ რა თქმა უნდა დაბადების დღეს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი, რომელსაც   ბნელ მასას ღმერთად უცხადებენ  რაც ქრისტიანობასთან უკვე ძალიან შორსაა. სადმე გინახავთ,რომ პოლიტ–ლიდერები თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელები იჩოქებდნენ სასულიერო პირი წინაშე ყველას დასანახად.არავითარი სახელმწიფო ჩვენგან კაი ხანი არ შედგება. ჩვენ ვქმნით მუდმივად კერპებს,ვამსვრევთ და მერე ისევ ვქმნით. აქაა სწორედ ჩვენი განუკურნებელი პრობლემა”.

იტვირთბა....