ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იონათამიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: შესაძლოა, ამას თითონ ოპოზიციის მხრიდანაც არ ქონდეს მხარდაჭერა

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი  პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას რუსთავი 2-თან საუბარში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საკითხს თავად ოპოზიციამაც არ დაუჭროს მხარი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას, განსაკუთრებით პარლამენტში, დაამახსოვრა თავი, როგორც ყველაზე არათანმიმდევრულმა და უპასუხისმგებლო პარტიამ, რომლებსაც მიაჩნიათ , რომ საკუთარმა ამომრჩეველმა კი არ აირჩია პარლამენტში, არამედ მიხეილ სააკაშვილმა შეარჩია. რაც შეეხება ამ ინიციატივას ესეც საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია მათი მხრიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ უზრუნველყო ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში ქონდეთ ძლიერი ინსტრუმენტები მათ შორის საგამოძიებო დროებითი კომისიების შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ამას თითონ ოპოზიციის მხრიდანაც არ ქონდეს მხარდაჭერა”.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ სწორი იქნება თუ პარლამენტში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, ამის რესურსი ოპოზიციას აქვს, თუმცა საგამოძიებო კომისიის დასკვნას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ცნობილია, რომ პარტია საქართველოსთვის დეპუტატები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ  დაუჭერენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განუცხადა.

იტვირთბა....