ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატი: ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე დააკვეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, თემურ ლომიძემ სოციალურ ქსელში ლაივ მიმართვა გააკეთა.

“უშუალოდ ბექას ვახლდი თან, პოლიციაში შევედით, მოგვიწია ცოტა ხანი ლოდინი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია, ჩვენ გვეგონა, რომ იქ ვიყავით მისული ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. როგორც პოლიციის უფროსმა განგვიმარტა, მოხდა ბექას დაკავება პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სმართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან 15-დღიან პატიმტობას”,- აცხადებს ადვოკატი.

მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

იტვირთბა....