გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.
მათივე ინფორმაციით, მთაში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.