ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე: საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მუშაობით უნდა მივაღწიოთ მიშას თავისუფლებას

[su_quote] ძალიან მძიმე წელი იყო, მაგრამ მომდევნო საინტერესო იქნება. ყველა კრიზისი დიდ შესაძლებლობას გვაძლევს.
მომდევნო წელს:
– საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მუშაობით უნდა მივაღწიოთ მიშას თავისუფლებას და იმის აღიარებას ყველგან, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია. ჩვენი პარტნიორების (უკრაინასთან ერთად) გარეშე მე შეუძლებლად მიმაჩნია ამის მიღწევა. სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი: ივანიშვილს ციხესთან რამდენიმე კარავი არ უქმნის დაბრკოლებას.
– პოლიტიკური მართმსაჯულების მიმართულებით რეალური გარღვევა – რაც უპირველესად ასევე საერთაშორისო აღიარებას მოითხოვს. უნდა მივაღწიოთ იმ წერტილამდე, როცა პოლიტიკური მართმსაჯულების გამო ივანიშვილის პასუხისმგებლობა სერიოზულად დადგება დღის წესრიგში;
– ამომრჩეველთან მუშაობა, პარტიის გაძლიერება, ყველა პრობლემაზე კონცენტრირება;
– ოპოზიციის მიერ ევრო-ატლანტიკური დროშის დაჭერა და ბრძოლა, რომ საბოლოოდ არ ჩავეფლოთ ტივტივის რეჟიმში;
– საპროტესტო მუხტი მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობით მოვა, ამას ადამიანების დარწმუნება სჭირდება და არა ქაოტური მოქმედებები;
– ყველა ბერკეტის გამოყენება: საპარლამენტოც და საკრებულოც, მედია და საერთაშორისო;
– ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ევრო რეფორმების პაკეტის შემუშავება (მართმსაჯულება, ცესკო, სასამართლო); ოპოზიციის მიერ საზოგადოების ერთობის მიმართულებით მუშაობა.
გილოცავთ ახალ წელს [/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....