[su_quote] ახალ წელს ალბათ ყველაზე მეტად მწვავდება დანაკარგის ტკივილი, ამიტომ, ვინც წელს ახლობლები დაკარგეთ განსაკუთრებით გიზიარებთ სიყვარულს და თანადგომას და კიდევ ხვალინდელი დღის და წლის იმედს გისურვებთ.
კიდევ პატიმრებს ვულოცავ ახალ წელს, მათ განსაკუთრებით ჭირდებათ მზის სხივი მომავლიდან.
კიდევ ვინც საავადმყოფოშია და სამწუხარდოდ, სულ არიან, მაგრამ კოვიდის დროს განსაკუთრებულად ბევრი. მხნეობა და გამძლეობა და ოჯახთან დაბრუნება მათ.
ჩემ მოშიმშილე მეგობრებს და არა მეგობრებს ვულოცავ
კიდევ მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს, ნინოწმინდაშიც და ყველგან
კიდე ჩემ თავსაც ვულოცავ იმ ადამიანების შეძენას 2021 ში, ვინც ეს წელი ჩემ გულში სამუდამოდ დააბუდა და მომავალი წლების ინტერესი და იმედიც გააძლიერა.
ყველას გილოცავთ [/su_quote]
ამის შესახებ პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა.