ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

თურნავა: შეგვწევს იმის უნარი, რომ მოვთოკოთ ინფლაცია… ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია

[su_quote]მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია სწორედ გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა, მოდი, ასე ვთქვათ. არასოდეს წინა წლებში ფასებისა და ინფლაციის პრობლემა გლობალურად არ იყო ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც სახელდებოდა. კი, ყოველთვის ვამბობდით, რომ სიღარიბის პრობლემა არსებობს და უნდა ვებრძოლოთ, მეტი დასაქმება გვინდა და ა.შ. მაგრამ ინფლაცია წინა წლებში არასდროს ყოფილა პრობლემა. თუ გადავხედავთ ბოლო ათწლეულს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3-4% იყო, ეს, დაახლოებით, ევროპული დონეა. არ ყოფილა ეს N1 პრობლემა. გაჩნდა ეს პრობლემა 2020 წელს და 2021 წელს გამძაფრდა, იმიტომ, რომ პანდემიამ მოიტანა.

ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ მოვთოკოთ ინფლაცია უკვე მომავალი წლის ბოლოს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია ისევ ნორმალურ, 3-4%-იან ნიშნულზე დავა. ერთი, იმის ცოდნა, რომ ეს არის პანდემიასთან ერთად მოსული პრობლემა, რაც ნიშნავს რომ რაიმე სხვა ფუნდამენტური საფუძველი ჩენს ეკონომიკაში, პოლიტიკაში ინფლაციისთვის არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია[/su_quote]

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის ეთერში.

იტვირთბა....