ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

„კომპანია „ენსისი“ განვითარების რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობს“ – გეგი ქელბაქიანი

პანდემიიდან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება და კონკრეტული გეგმების დასახვა ბიზნესისთვის არა მხოლოდ საქართველოში , არამედ მთელ მსოფლიოში რთულია. აქედან გამომდინარე, კომპანია NCC- განვითარების რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობს. ამის შესახებ „ენსისის“ გენერალურმა დირექტორმა, გეგი ქელბაქიანმა „Forbes კვირაშიგიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა

კომპანიას რამდენიმე მიმართულება დაემატება და გაკეთდება ჰოლდინგი, ან ჯგუფი, რომლის წევრი კომპანიები სხვადასხვა მიმართულებაზე იქნებიან ფოკუსირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, თუ ეკონომიკამ მოგვცა შესაძლებლობა, ვფიქრობთ, ახალი მიმართულებებიც დავამატოთ“, – აღნიშნა გეგი ქელბაქიანმა. 

 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, იგეგმება თუ არა კომპანიის რებრენდინგი, გეგი ქელბაქიანმა აღნიშნა, რომ კი, ეს იქნება რებრენდინგი, ოღონდ არა მხოლოდ რებრენდინგისთვის

„ცხადია, ახალი სახელი შესაბამის ფილოსოფიასთან უნდა იყოს თანხვედრაში. პანდემიამ, ახალი ცხოვრების წესმა მოიტანა ის, რომ იმდენად დინამიკური გახდა ცხოვრება, იმდენად დინამიკური გახდა გადაწყვეტილებები, იმდენად მუდმივ, დინამიკურ აზროვნებას, ფიქრს და გადაწყვეტილებებს ითხოვს, სწორედ ამ გამოწვევებზე აწყობილი ხედვით მოვიდა ახალი სახელი“, – განაცხადა გეგი ქელბაქიანმა.

იტვირთბა....