კომპანია „თელასი“ განცხადებას აქვეყნებს:
„სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 15 იანვარს დროებით შეიზღუდება
კრწანისის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს (515 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, გრიბოედოვის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის და ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს (318 აბონენტს).
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს (663 აბონენტს).
საბურთალოს რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (468 აბონენტს).
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრის და დიდი დიღმის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს (18 აბონენტს).
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის და ბოლქვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (16 აბონენტს).
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, ანდრონიკაშვილის, რიონის, ულიანოვის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს (413 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. „