21-ე საუკუნეში, სირცხვილი და დანაშაულია, როცა ჩვენს ქალაქებს და მოსახლეობას არ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება. ჩემი დავალებით, შემუშავებულია გეგმა, 2024-2025 წლებში ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობის პრობლემაა, რომლის გადაჭრა მთავრობის საზრუნავია.