ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი ოპონენტებს: შემთხვევით, აქციების დამსახურება ხომ არ არის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

შემთხვევით ზუსტად აქციების დამსახურება ხომ არ არის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?, – მსგავსი კითხვით ოპოზიციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მთავრობის მისამართით გამოხატული კრიტიკა არასამართლიანი და უხერხულია, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ვინც პანდემიის დროს ხალხს გარეთ აქციებზე დაატარებდნენ.

“მე არაერთხელ მადლობაც გადამიხდია ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისთვის კრიტიკისთვის და პაექრობისთვის, მაგრამ ამ ტონალობაში მე მგონია, რომ ჩვენ არ უნდა ვისმენდეთ ერთმანეთის საუბარს. გამოდის კოლეგა, ყვირის ტრიბუნიდან, ჭკუას გვასწავლის, მორალს გვიკითხავს, ეს თქვენთვის შეურაცხმყოფელია, რადგან თქვენს სახეზე მეტყველებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა რჩევებთან, თუმცა ეს დამოძღვრა, რომ თქვენ ხართ თურმე ყველაფერში მართალი და ხელისუფლება არის ის ადგილი სადაც ყველაფერი ხდება, ძალიან უხერხულია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ.

წინა გამოსვლაზე ქალბატონ ანას [ნაცვლიშვილს] მადლობა გადავუხადე, თუმცა დღეს იგივეს ვერ ვიზამ, პირიქით მინდა გითხრათ, რომ ამ ტონალობაში ჩვენთან საუბარს ნუ დაიწყებთ. არ გირჩევდით. თქვენ შემთხვევით ის ხალხი ხომ არ იყავით 2020 წლის არჩევნების შემდეგ აქ რომ აქციებს მართავდით და მოძღვრავდით ხალხს. როცა მორალზე გვესაუბრებით, ჯერ თქვენ იყავით მართლები თქვენ თავთან. როდესაც პანდემია იყო და ბათუმიდან დაწყებული თბილისამდე ხალხი გამოგყავდათ ქუჩაში თქვენ რა მორალური უფლება გაქვთ ჩვენ ჭკუა გვასწავლოთ”, – აცხადებს ოხანაშვილი.

იტვირთბა....