20 დეკემბერს 13:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ გამართავს პრესკონფერენციას ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციაზე იმსჯელებენ მოსალოდნელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცება შეუძლებელს გახდის აზარტული თამაშების კომპანიებისთვის, სპორტში შემდგომ ინვესტირებას, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საქართველოში სპორტის განვითარებაზე.
ახალი კანონპროექტით, გაზდილი გადასახადების ფონზე, დაშვებული სასპონსორო სარეკლამო დაფინანსება ვეღარ იქნება კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებული დანახარჯი. აქედან გამომდინარე, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.
პანელურ დისკუსიაში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ისაუბრებენ აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობების მნიშვნელობაზე. ბოლო წლებში ქართულ სპორტის განვითარებისთვის გაღებულ ინვესტიციებზე, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებასა და წინსვლას.
პრესკონფერენციაზე მოწვეულნი არიან: ქართველი სპორტსმენები, სპორტის ეროვნული ფედერაციის, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია:
032 211 16 77