თურქეთში, ლაზურ დასახლებებს, ძველი სახელები უბრუნდება. პირველი სოფელი, რომელმაც ისტორიული სახელი დაიბრუნა რიზეს მხარეში არსებული სოფელია, რომელსაც ისტორიული სახელი ქომილო დაუბრუნდა.
ისტორიული სახელების დასაბრუნებლად თურქეთში ლაზური კულტურის ცენტრის დამაარსებელმა ადემ ქუიუმჯუმ ჯერ კიდევ სამი წლის წინ ოფიციალურად მისწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა, რომ ლაზურ დასახლებებს ისტორიული სახელები დაბრუნებოდა.
ჯერჯერობით საუბარია ჭანებით ყველაზე მეტად დასახლებულ რამდენიმე რაიონზე: არდაშენი (ართაშანი), ფაზარი (ათინა), ჯამლიჰემშინი (ვიჯა), ფინდიკლი (ვიწე) და ართვინის რეგიონში მდებარე არჰავი (არქაბე), თუმცა, ეს სრული ჩამონათვალი არაა.
წყარო: http://www.gelisimtv.com.tr/