ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

გოცირიძე: უცოდინარობა, პროვინციალიზმი და უტოპიზმი – ეს უბედურება გვჭირს, რა მსოფლიო ცენტრი, რა როტშილდი, ამათ გააფრინეს მართლა

[su_quote]როდემდე უნდა იყოს გულუბრყვილო იდეებით თუ სისულელეებით შეპყრობილი ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, როცა ამბობენ, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას მსოფლიო ფინანსური ცენტრი. აგერ, როტშილდები დაიქირავა მთავრობამ კვლევის ჩასატარებლად და მორიგ მილიონებს გაისვრიან ბიუჯეტიდან.

როგორ შეიქმნება საქართველოში ისეთი რამ, რომელიც არ არის პარიზში, მადრიდში, ბერლინში, რომში?

მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებად აღიარებულია მხოლოდ ლონდონი, ნიუ-იორკი, ჰონკონგი, სინგაპური, ციურიხი, ფრანკფურტი.

იცით რამდენი იყო საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა გასულ თვეს? 49 ლარი. ამდენს დღეში ყავას სვამს ზოგიერთი ყავისმოყვარული.

უცოდინარობა, პროვინციალიზმი და უტოპიზმი-ეს უბედურება გვჭირს. რა მსოფლიო ცენტრი, რა როტშილდი, ამათ გააფრინეს მართლა. ამ სიტყვას არასამედიცინო დანიშნულებით ვხმარობ, ვინმე რომ არ შემომედავოს[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. ცნობისთვის, საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი როტშილდი და კო იმუშავებს.

იტვირთბა....