[su_quote]ოცნების წარმომადგენლებთან პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა. ყველასთან მისალმების სურვილიც არა გაქვს სამწუხაროდ და არც არის ღირსი ადამიანური სალმისაც კი ბევრი მათგანი. ყოველ შემთხვევაში ჩემგან ნამდვილად, მაგალითად ბატონი კობახიძე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დიალოგს ხელს შეუშლის. იცით ჩემი პოზიცია – მტერსაც და მოყვარესაც უნდა ელაპარაკო, როდესაც პრობლემის მოგვარება გინდა, მითუმეტეს როდესაც ეს პრობლემა ქვეყნის ხვალინდელი დღეა[/su_quote]
ამის შესახებ ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძე ტვ პირველის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე და ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით განაცხადა.